მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა CrowdStrike-მა $44 მილიარდად Zscaler-ის ყიდვა?

zsc

კიბერუსაფრთხოების ამერიკული გიგანტი CrowdStrike-ი კომპანია Zscaler-ს $44 მილიარდის ღირებულების სააქციო გარიგებით შეიძენს, რაც სექტორის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შესყიდვა იქნება.

Reuters-ის ინფორმაციით, Zscaler-ის აქციონერები თითოეულ აქციაში 1.1 CrowdStrike-ის აქციას მიიღებენ, რაც ერთი აქციის ფასს $260-ით განსაზღვრავს და წინა დახურვის მაჩვენებელზე 34%-ით მაღალია.

გარიგების დასრულება 2027 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, რის შემდეგაც გაერთიანებული კომპანიის 84%-ს CrowdStrike-ის აქციონერები გააკონტროლებენ, ხოლო შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში Zscaler-ს $1.4-მილიარდიანი პირგასამტეხლო დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ გარიგება მოწყობილობებისა და სერვერების დაცვის სისტემებს მონაცემებზე წვდომის უსაფრთხოების ტექნოლოგიებთან აერთიანებს. კომპანიის შეფასებით, ეს ნაბიჯი სამიზნე ბაზარს $185 მილიარდით გააფართოებს და გაერთიანებულ სტრუქტურას წლიური შემოსავლის $10 მილიარდით გაზრდის საშუალებას მისცემს.

ამასთან, CrowdStrike-ი წვდომას მიიღებს Zscaler-ის დაახლოებით 8,000 კლიენტზე, გაერთიანებულ კომპანიას კი CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ კურტცი უხელმძღვანელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები