მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ავიაბილეთები? - GASA

გიორგი შენგელია

გასულ თვეში, საქართველოში თვითმფრინავით მგზავრობა 32%-ით გაძვირდა. კომპანია GASA, დამფუძნებელი & სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ბილეთის ფასის გაძვირების მიზეზებს განმარტავს.

მისი თქმით, საქართველოში თვითმფრინავით მგზავრობის დასაგეგმად ახლა საუკეთესო დროა.

"მსოფლიო ბაზარზე ავიაბილეთების გაძვირებას განაპირობებს ავია გადაზიდვებზე მოთხოვნის ძალიან სწრაფი ზრდა. იმიტომ, რომ პანდემიის შემდეგ პერიოდში ასე გამოვიდა, რომ კომპანიებმა ვერ მოახერხეს თავიანთი ფლოტების სწრაფი ზრდა და სწრაფი განახლება. შესაბამისად, მოთხოვნა ძველ ნიშნულებზე დაბრუნდა. ამ დროს კი, არსებული ფლოტი ვერ ფარავდა ამ მოთხოვნას და ისე გამოვიდა, რომ რომელიმე ავიაკომპანიას როცა სჭირდება ახალი თვითმფრინავი, მისი შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია. არის რამდენიმე წლიანი რიგები. მეორადი თვითმფრინავების შეძენა, ან ლიზინგით აყვანა არის უკიდურესად გართულებული. შესაბამისად, მოთხოვნა მერია, ვიდრე მიწოდება და ამან მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდა გამოიწვია.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ივნისის განმავლობაში ბილეთების ღირებულების სწრაფი ზრდა ცალსახად განაპირობა EURO-2024-მა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ აბსოლუტურად ყველა ავიაკომპანია დაკავებული იყო მგზავრების გადაყვანით საქართველოდან გერმანიაში. არავის აღარ აინტერესებდა, ათენის გავლით მიკონოსში მიდიოდა ქართველი, თუ ფრანკფურტში. ევროპის ჩემპიონატმა გააძვირა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საქართველოდან მიფრინავდა. თუმცა, ეს ძალიან სწრაფად დაკორექტირდა, როგორც კი ჩემპიონატი მიიწურა.

ახლა, როცა ჩვენ ვუყურებთ დატვირთულობას და ბილეთის ფასებს, ვფიქრობ, ძალიან კარგი შეთავაზებებია და მომხმარებელს ვურჩევდი, ამ შეთავაზებით სწრაფად ისარგებლონ, თუ ვინმეს აქვს ბიუჯეტი ზაფხულში დასვენებისთვის, ეს უახლოესი პერიოდი უნდა გამოიყენონ", - განაცხადა შენგელიამ "წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები