მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა მესამე კვარტალში ესპანური ინვესტიციები? - საქსტატის პასუხი

639349a88269d
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.22 18:49
1368
2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $745 მილიონი დოლარი შემოვიდა, ეს წინა წელთან შედარებით 99%-ით მეტია. ყველაზე მეტი ინვესტიცია ესპანურმა ბიზნესებმა ჩადეს, რამაც $166 მილიონი დოლარი შეადგინა. სექტორების მხრივ კი პირველ ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, სადაც $265 მილიონი დოლარი ჩაიდო.

ინვესტიციების სტატისტიკის შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ესპანეთიდან ინვესტიციები ძირითადად უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.

“ესპანეთიდან ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ეს არის ძირითადად საფინანსო სექტორი. ირლანდიას რაც შეეხება ეს არის აზარტული თამაშების სფეროს ინვესტიციები.

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობებია. ინვესტიციების ზრდა განპირობებული იყო რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ სესხის აღებით,”- ამბობს გოგიტა თოდრაძე.

FDI-ის სტატისტიკა სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

• უძრავი ქონება - $265 მლნ, მატება წინა წელთან 2,756%
• საფინანსო სექტორი - $159 მლნ, მატება წინა წელთან 75%
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $60 მლნ, მატება წინა წელთან 39%
• დამამუშავებელი მრეწველობა - $38 მლნ, კლება წინა წელთან -26%
• სასტუმროები და რესტორნები - $16 მლნ, მატება წინა წელთან 156%
• მშენებლობა - $16 მლნ, მატება წინა წელთან 797%
• ენერგეტიკა - $9 მლნ, კლება წინა წელთან -92%
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - $4 მლნ, კლება წინა წელთან -31%
• სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $1 მლნ, მატება წინა წელთან 21%
• სამთომოპოვებითი მრეწველობა - $1 მლნ, კლება წინა წელთან -801%
• დანარჩენი სექტორები - $176 მლნ, მატება წინა წელთან 270%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები