მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაიზარდა Qualcomm-ის აქციების ფასი 7%-ით?

Qualcomm

ნახევარგამტარების ამერიკული გიგანტის, Qualcomm-ის აქციების ფასი ორშაბათ საღამოს მოულოდნელად 7%-ით გაიზარდა. როგორც ირკვევა, ეს ცვლილება OpenAI-ს მიერ საკუთარ ტელეფონზე მუშაობის დაანონსებამ განაპირობა. კონკრეტიკისთვის, სტარტაპმა განაცხადა, რომ მისი თანამედროვე სმარტფონისთვის ჩიპებს სწორედ Qualcomm-ი დაამზადებს.

TF International Securities-ის ანალიტიკოსის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია პროექტზე ტაივანურ MediaTek-თან ერთად იმუშავებს. ამასთან, ჩიპის დიზაინისა და აპარატურის შექმნაში ჩინური მწარმოებელი Luxshare-იც ჩაერთვება. მოწყობილობის მასობრივი წარმოება, არსებული პროგნოზით, 2028 წელს დაიწყება.

სიცხადისთვის, OpenAI-ი ქმნის სმარტფონს, რომელსაც არ ექნება აპლიკაციები და მთლიანაც ხელოვნური ინტელექტის აგენტებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ Qualcomm-ი ჩიპების მწარმოებელი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. დადებითი ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად, მისი აქციების ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 13 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, ამ სიახლემ ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ გააძიერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები