მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაიზარდა Tesla-ს აქციების ფასი 8%-ით?

tesla

გასულ სავაჭრო სესიაზე Tesla-ს აქციების ღირებულება 8%-ით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ახალი AI5 ჩიპის ტექნოლოგიურ პროგრესზე ისაუბრა. მილიარდერის თქმით, ჩიპის წარმოებაში ჩაშვებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება მზად.

როგორც ირკვევა, მათ დასამზადებლად კომპანია მასკის მეორე კომპანია SpaceX-თან პარტნიორობით ოსტინში ორ ქარხანას აშენებს და პროექტში ჩიპების მწარმოებელი გიგანტი Intel-იც ჩაერთვება.

ინვესტორების დადებით განწყობაზე იმოქმედა იმანაც, რომ მასკმა მცირე ზომის SUV-ების შექმნაც დააანონსა. ამასთან, Tesla-მ წარადგინა ავტომობილების პროგრამული განახლებაც, რომელშიც SpaceX-ის მფლობელობაში არსებული ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Grok-ი ინტეგრირდება.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს საბაზრო ღირებულება მიმდინარე კვირაში 12%-ზე მეტით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი $391.95 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები