მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა წინა კვირას covid-შემთხვევები გლობალურად? - WHO-ს პასუხი

603e3ef83eba6
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.21 18:32
1389
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში, გლობალურად, პირველად გაიზარდა. WHO აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა covid-რეკომედაცებს არ დაიცავს, ვირუსი ისევ სწრაფი ტემპით დაიწყებს გავრცელებას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი ამბობს, რომ ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ. გებრეისუსმა ქვეყნებს მოუწოდა, არ შეამსუბუქონ ვირუსთან ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვები.

„ქვეყნები მხოლოდ ვაქცინაციას თუ დაეყრდნობიან, შეცდომას დაუშვებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი ზომები კვლავ რჩება საპასუხო ზომების საფუძვლად“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ტედროს გებრეისუსმა, ასევე, აღნიშნა, რომ განამ და კოტ-დ'ივუარი „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მიიღეს. მან ასევე მდიდარი ქვეყნები ვაქცინის დაგროვების გამო გააკრიტიკა.

„ქვეყნები ფრთხილად უნდა იყვნენ, ვირუსი დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები