მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გახდა ჩინეთი ევროპული ინვესტიციების ალტერნატივა? - ბექა ლილუაშვილი ანაკლიის პორტზე

პარლამენტი

"საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის პროგნოზით ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სწორედ ეს არის მიზანი იმ სტრატეგიული ხელშეკრულების, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააფორმა.

„დღეს ცხადი ხდება, რომ არაერთი კითხვა დაისვა, მათ შორის იმ პროცესებიდან გამომდინარე, როგორც განვითარდა ჩინეთთან თანამშრომლობის სტრატეგიულ დონეზე აყვანის საკითხი. მაშინ, როცა 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან მკაფიოდ ეწერა საქართველოს. ე.წ. ბმა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური, ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი და სხვა სტრატეგიული მიმართულებით. ამას ჰქონდა და აქვს კონკრეტული მიზანი და არსი. ეს ნიშნავს ევროპასთან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული შედეგების მიღებას. მათ შორის აქ ევროპული ინვესტიციების, ევროპული ცოდნის მოზიდვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ა.შ. ამ მოცემულობების ფონზე, გულწრფელად ვწუხვარ, როცა თქვენ დღეს ამბობთ, რომ თქვენ ჩინეთი უნდა იქნას წარმოდგენილი ანაკლიის პორტში, როგორც ინვესტორი, რადგან ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს სწორედ ჩინეთი უნდა მოემსახუროს“, - განაცხადა მან.

დეპუტატის თქმით, მას უკვირს, რატომ გაქრა ბმა ევროპულ ინვესტიციებს და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ამ ინვესტიციების ალტერნატივა.

„ევროკავშირს, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები იყო და იქნება ცხადია ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ამის მონეტიზაცია უნდა გავაკეთოთ, შემოსავლები მივიღოთ და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას მოემსახუროს ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ გაქრა ის ბმა ევროპულ ინვესტიციებს და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ალტერნატივა ამ ინვესტიციების? მე მგონია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხი იმდენად ოპერატიული საქმიანობის შედეგად განვითარებული პროცესია, რომ სამინისტროს მოუწია ამაზე რეაქტიულად რეაგირების მოხდენა და შემდეგ ცალკეული ფორმალური პროცესების წარმოება. ეს სინამდვილეში იმას ემსახურება, რომ საზოგადოებაში შეიქმნას იმის აღქმა და განცდა, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებული, შეთანხმებული გარანტი არა დასავლეთი, არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩინეთიცაა გარკვეული კონტექსტით. ეს არის ამ დიდი პოლიტიკური ამბის მთავარი სარჩული“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები