გუშინ, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ათასობით მოქალაქემ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი გადაწყვეტილება გააპროტესტა. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ორი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული დეპარტამენტი გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა.
NABU და SAPO ის ორი ბიურო იყო, რომლებიც ხელისუფლებისგან დისტანცირებულად აკონტროლებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვას, ახლა კი სრულად პროკურატურის კონტროლში გადავლენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის სახალხო პროტესტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ ყოფილა. ხალხის ხმა შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბრიუსელშიც. ევროკავშირში განაცხადეს, რომ ევროგაერთიანებაში უკრაინის გაწევრიანება მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ცვლილებებზეა დამოკიდებული და მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროცესს შეიძლება შეუშალოს ხელი.




























