მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ირჩევენ ადამიანები აშშ-ს საცხოვრებლად?

იმიგრანტები

ამერიკის შეერთებული შტატები იმიგრანტების შექმნილი ქვეყანაა, შესაბამისად, ამერიკაში იმაზე მეტი იმიგრანტი ცხოვრობს ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. 2021 წლის მონაცემებით, აშშ-ს მოქალაქეებიდან, 45 მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანი სხვა ქვეყანაშია დაბადებული.

ადამიანები ამერიკაში ცხოვრების გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზის გამო იღებენ, თუმცა არის ძირითადი ფაქტორები, რატომაც აშშ-ს ამდენი იმიგრანტი ჰყავს.

და მაინც, რატომ ირჩევენ ემიგრანტები ამერიკას საცხოვრებლად? - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის მონაცემები, რომელიცUSAFacts-ის მიერ არის შედგენილი, იმ მიზეზებს წარმოაჩენს, რომლებსაც ამერიკაში ახლად ჩასული ადამიანები ასახელებენ.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამერიკაში საცხოვრებლად მიდიან, სამუშაოა. მიზეზებს შორის განათლების მიღების სურვილია. ვიზების უმრავლესობა ასევე გაცემულია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ამერიკაში ოჯახი ჰყავთ და ისინი მათთან ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებენ. ლტოლვილები, ამერიკაში ცხოვრების გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზნითაც იღებენ.

2021 წელს აშშ-ში 1 მილიონ 530 000 ახალი ადამიანი ჩავიდა. ყველაზე მეტი იმიგრანტი ამერიკაში სწორედ სამუშაოდ ჩავიდა. საუბარია 638,551 ადამიანზე. ახლად ჩასულთა 41.8%-ზე. სამუშაოს მაძიებელთა უმრავლესობა კი მეზობელი მექსიკიდან იყო. ისინი იმიგრანტების სამუშაო ძალის 55%-ს შეადგენდა.

განათლების მისაღებად 2021 წელს ამერიკაში 492 153 ადამიანი ჩავიდა, რაც ამერიკაში ჩასული ახალი იმიგრანტების 32,2%-ია. მათი უმრავლესობა აზიიდან არის. უფრო კონკრეტულად კი ჩინეთიდან (19%) და ინდოეთიდან (17.4%)

აშშ-ში ოჯახთან ცხოვრების მიზნით 23.2% ჩავიდა. ისინი ძირითადად ინდოელები და მექსიკელები არიან.

იმიგრანტებს შორის მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებმაც ამერიკაში ცხოვრება უსაფრთხოების გამო არჩიეს. თუმცა ამერიკაში თავშესაფარს ძირითადად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (4 876 ლტოლვილი) და ვენესუელიდან (1 596) ითხოვდნენ.

აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მაცხოვრებლების დიდ წილს იმიგრანტები შეადგენდნენ. 2021 წლის მონაცემებით, მაგალითად, კანადის მოქალაქეების 23% უცხოეთში დაბადებული ადამიანები არიან. ზოგიერთ ქვეყანაში კი რეალურად მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ სხვა ქვეყნის წარმომავლობის ადამიანები არიან. ასეთია არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც 2020 წელს, მოსახლეობის 88% უცხო ქვეყნებიდან იყო, ხოლო კატარში იმიგრანტები მოსახლეობის 75%-ს შეადგენდნენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები