მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ითხოვს ფარმაცევტული სექტორის გიგანტი Merck-ი თანამშრომლებს?

გაყიდვები
BM. GE
30.07.25 22:49
521

ამერიკული ფარმაცევტული სექტორის ლიდერმა, Merck-მა თანამშრომლების დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი 2027 წლამდე წლიური ხარჯების $3 მილიარდით შემცირებაა.

ამ მიზნით კომპანიამ ადმინისტრაციული და გაყიდვების მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ცხადია, $3-მილიარდიანი მიზნის მიღწევა მხოლოდ ამ მიმართულებაზე ფოკუსირებით შეუძლებელია, ამიტომ Merck-მა არაფუნქციური უძრავი ქონების გაყიდვისა და წარმოების ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.

ცნობისთვის, მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 2%-ით, $15.8. მილიარდამდე შემცირდა. წმინდა მოგება კი 19%-ით დაეცა და მხოლოდ $4.43 მილიარდი შეადგინა.

ამის მთავარი მიზანი Merck-ის მიერ შექმნილი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, გარდასილის გაყიდვების შემცირება გახდა. განსაკუთრებით კი ჩინეთში, სადაც მაჩვენებელმა 55%-ით იკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები