მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები?

64994ac1ef9c2
გიორგი თოლორდავა
26.06.23 13:40
2175
კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 180 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი 30,400 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 590 მილიარდი დოლარია.

10%-ით გაზრდილია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის, ეთერიუმის ფასიც, რომელიც ბირჟაზე 1,900 დოლარად ივაჭრება, მისი საერთო შეფასება კი 227 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კრიპტოაქტივების გაძვირება ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინტერესის გაღვივებასთანაა დაკავშირებული. მსოფლიოს უმსხვილესმა აქტივების მმართველებმა, BlackRock-მა და Fidelity-მ მარეგულირებლისგან ბიტკოინის ETF-ის გამოშვების უფლება მოითხოვეს. თუკი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მაშინ საინვესტიციო ფონდები საერთაშორისო ინვესტორებისთვის კრიპტოპროდუქტების შეთავაზებას შეძლებენ, რაც კრიპტოაქტივების ფასებზე დადებითად აისახება.

გარდა ამისა, სწორედ გასულ კვირას ევროპის უმსხვილესმა საფინანსო ორგანიზაცია Deutsche Bank-მა გერმანული მარეგულირებელი ორგანოსგან კრიპტო და ციფრული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო ლიცენზია მოითხოვა.

Deutsche Bank-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კომპანია კასტოდიური სერვისის გაწევის უფლებას ითხოვს, რომლის მიღების შემდეგაც ბანკს პირდაპირ შეეძლება კლიენტების კრიპტოაქტივების შენახვა და მენეჯმენტი. გარდა ამისა, ბანკი გეგმავს, რომ მომავალში კრიპტო ტრეიდინგის ფუნქციონალიც დაამატოს, ანუ Deutsche Bank-ის მომხმარებლები პირდაპირ საბანკო აპლიკაციიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვას.

ბუნებრივია, მსგავსი ტიპის სიახლეებს ინვესტორები და ტრეიდერები დადებითად იღებენ, რაც აქტივების ფასებზეც მკაფიოდ აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები