მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება სპილენძის ფასი?

სპილენძი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი მკვეთრად იზრდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფერადი ლითონის ღირებულებამ 12.5%-ით იმატა, ხოლო ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 36.5%-ს შეადგენს.

სპილენძის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მოთხოვნის ზრდაა. საქმე ისაა, რომ სპილენძს აქტიურად იყენებენ კომპიუტერული მოწყობილობების, ელექტრომობილების, დრონების და რობოტების წარმოებაში, ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა კი ყოველწლიურად იზრდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებად საჭირო data-ცენტრების მოსაწყობად დიდი რაოდენობით სპილენძია საჭირო, რადგან ინდუსტრიულ ლითონს აქტიურად გამოიყენებენ გამომთვლელი მანქანების წარმოებაში.

აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ინვესტორებსა და ტრეიდერებს სპილენძზე მოთხოვნის ზრდასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ, ეს ყველაფერი კი ფასზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები