მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ჯდება FED-ის შენობის რემონტი $2.5 მილიარდი?

ჯერომ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრებმა FED-ის თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრალდებების ახალი კასკადი ააგორეს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის ცენტრალური ბანკის შენობის რეაბილიტაციას უკავშირდება, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს $2.5 მილიარდი უჯდება. თუკი დადასტურდა, რომ FED-მა სახელმწიფო თანხები არასათანადოდ გამოიყენა, ჯერომ პაუელი, შესაძლოა, დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობოს.

როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის და ბიუჯეტის დირექტორი, რასელ ვოთი FED-ის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში წერს, 1937 წელს აშენებული შენობის რესტავრაციის და რეაბილიტაციის ხარჯების დრამატული ზრდა აშშ-ის ფედერალური რეზერვის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელთაც შენობაში ტერასების, VIP-ოთახების და სხვა მედიდური ადგილების მოწყობა სურთ. თუკი ბრალდებები მართლაც დადასტურდა, გამორიცხული არ არის, კონგრესში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

თავად პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაიწელა, არც თავიდან იყო იაფი. პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი $1.9 მილიარდი იყო, რა დროსაც შენობები სრულად უნდა ჩანაცვლდეს, მათ შორის შენობების მედეგი მექანიკური სისტემები და მომიჯნავე ნაგებობები, რომლებიც ასევე ისტორიულად მნიშვნელოვან სტატუსს ფლობენ. გაზრდილი ხარჯების ნაწილის დანახვა მარტივად შეიძლება, მაგრამ ხარჯების დიდი ნაწილი უჩინარია და ინფლაციას უკავშირდება, რომელმაც ბოლო წლებში ქვეყანაში ყველაფერი გააძვირა, მათ შორის მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ FED-ის შენობის რემონტის გარშემო არსებული აჟიოტაჟი მხოლოდ ერთი საკითხია, რომელშიც, როგორც ჩანს, ქვეყნის პრეზიდენტი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ერთმანეთს არ ეთანხმებიან. დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს, ნაცვლად ახლა არსებული 4.25-4.5%-ის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ისტორიულად გაძვირებული კაპიტალით, ამერიკელები ასობით მილიარდ დოლარს კარგავენ და ეს, მისი თქმით, სწორედ ჯერომ პაუელის დამსახურებაა. აღნიშნული, გარკვეულწილად მართალია, რადგან წელს პაუელს განაკვეთი ჯერ არ შეუმცირებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები