მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ჯდება "იაფი" პლანშეტი ძვირი და როგორი მოწყობილობები უნდა შეიძინოს ბიზნესმა?

zebra
07.04.26 16:16
373

კომპანიები მუდმივად ცდილობენ ხარჯების ოპტიმიზაციას და მარტივი გზების პოვნას, ამიტომ მენეჯერები ხშირად ბიზნესში სამომხმარებლო პლანშეტების ინტეგრირებას ცდილობენ.

ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური ჩანს, რადგან დაბალი საწყისი ფასი, ნაცნობი დიზაინი და ხელმისაწვდომობა მიმზიდველ გარემოს ქმნის. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის, რაც თავიდან ეკონომიური ჩანს, დროთა განმავლობაში ბიზნესისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცევა.

საქმე ისაა, რომ სამომხმარებლო მოწყობილობა არ არის შექმნილი ინტენსიური დატვირთვისთვის, რაც პრობლემებს ქმნის, რადგან მოწყობილობის დაზიანება სამუშაო პროცესის გაჩერებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს პროდუქტიულობას და ბიზნესს აიძულებს დაზიანებული ერთეულების ჩასანაცვლებლად გაუთვალისწინებელი ხარჯები გასწიოს.

კვლევები ადასტურებენ, რომ სამომხმარებლო პლანშეტების გამოყენება ბიზნესში ყოველწლიურად 60%-ით ზრდის მფლობელობის საერთო ღირებულებას. ეს რამდენიმე ფარული ფაქტორითაა გამოწვეული, რომელთა დანახვა საწყის ეტაპზე საკმაოდ რთულია. მაგალითად, იმისათვის, რომ ჩვეულებრივი პლანშეტი სამუშაო გარემოს მოერგოს, საჭირო ხდება დამატებითი აქსესუარების – დამცავი ქეისებისა და გარე სკანერების შეძენა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბოლოო ფასს. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობები 20%-ით უფრო ხშირად განიცდიან ტექნიკურ ხარვეზებს, რაც IT-მხარდაჭერის გუნდს დამატებით დროსა და რესურსს ართმევს. ამასთან, თითოეული დაზიანებული პლანშეტი თანამშრომლისთვის საშუალოდ დაკარგულ 74 წუთს ნიშნავს, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის შემოსავალზე.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ კომპანია "ციფრული ტექნოლოგიები", რომელიც Zebra Technologies-ის პარტნიორია, გთავაზობთ სამრეწველო დანიშნულების, პროფესიონალურ პლანშეტებს, როგორიცაა, მაგალითად, Zebra ET401, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებული ფილოსოფიით არის აგებული. Zebra-ს მთავარი უპირატესობა გამძლეობა და საიმედოობაა. სამრეწველო მოდელები უძლებენ ვარდნას ბეტონზე, მუშაობენ მტვერში, წვიმასა და უკიდურეს ტემპერატურაზე.

სამრეწველო მოწყობილობებს ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლიც გამოარჩევთ. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ერთი და იმავე მოდელის გამოყენება წლების განმავლობაში შეუძლია, რაც ამარტივებს IT-ინფრასტრუქტურის მართვას და უზრუნველყოფს სტაბილურობას.

გარდა ფიზიკური გამძლეობისა, სამრეწველო პლანშეტი აღჭურვილია სპეციალიზებული ბიზნეს-ინსტრუმენტებით, როგორიცაა: ჩაშენებული მაღალი სიზუსტის სკანერები, დოკუმენტების, მრიცხველების მონაცემების, ვინ კოდების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების და სხვა სტანდარტიზებული მონაცემების წამკითხველებით, მაღალი გამძლეობის აკუმულატორებით, რომლებიც მთელ სამუშაო ცვლას უძლებენ. Zebra ET401-ს ასევე აქვს პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც ადმინისტრატორებს სამუშაო პროცესში მარტივად ინტეგრირების საშუალებას აძლევს. მათ შეუძლიათ დისტანციურად მართონ მოწყობილობების პროგრამული წვდომები და განახლებები, დააწესონ კორპორაციული შეზღუდვები და დანერგონ სამრეწველო კლასის უსაფრთხოების წესები.

მარტივად რომ ვთქვათ, სამრეწველო პლანშეტში ინვესტირება გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილების და ბიზნესის უწყვეტობის გარანტიაა!

აღსანიშნავია, კომპანია "ციფრული ტექნოლოგიები" ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. მათი საქმიანობა მოიცავს ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა: სამხედრო ტექნოლოგიები, სამოქალაქო უსაფრთხოება, ქსელური უზრუნველყოფა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების აქსესუარების დისტრიბუცია. რაც მთავარია, კომპანიას აქვს Zebra-ს ავტორიზებული სერვის ცენტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, მოწყობილობის შეკეთება პირდაპირ ადგილზე, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშეა შესაძლებელი.

პროდუქციის შესაკვეთად ან კონსულტაციისთვის შეგიძლიათ კომპანიის წარმომადგენლებს პირდაპირ ამ ბმულზე დაუკავშირდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები