მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ხურავს Amazon-ი პოდკასტების სტუდიას?

Amazon
BM. GE
07.08.25 01:00
• 682

Amazon-ში ოფიციალურად განაცხადეს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული პოდკასტების სტუდია Wondery დაიხურება. აღსანიშნავია, რომ Amazon-მა სტუდია 4 წლის წინ, $300 მილიონად შეიძინა.

მისი დახურვის შემდეგ კი სამსახურს 110 ადამიანი, მათ შორის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იენ სარჯენტი დაკარგავს. Amazon-ში აცხადებენ, რომ დახურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოდკასტის პოპულარობის კლებაა. მომხმარებლის მიერ ვიდეო-კონტენტზე მოთხოვნის ზრდა არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც კომპანია ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ Wondery-ს დახურვის მიუხედავად, პოდკასტების ნაწილი ფუნქციონირებას კვლავ გააგრძელებს. საუბარია Dr. Death-სა და Business Wars-ზე, რომლებიც Amazon-ის შვილობილი სხვა კომპანიის, Audible-ის საკუთრებაში გადავა და ეთერში იქიდან გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები