მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მოუხსნა ევროკავშირმა სანქციები რუს ოლიგარ გუცერიევს?

რუსი ოლიგარქი
BM. GE
24.10.25 20:00
197

ევროკავშირის სასამართლომ რუსი მილიარდერის, მიხეილ გუცერიევის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანება გასცა. ის დღემდე იყო იმ სანქცირებულ მილიარდერთა შორის, რომლებსაც ევროპამ ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმთან კავშირის გამო დაუწესა. გუცერიევს ბრალი ბელარუსის არსებული რეჟიმის მხარდაჭერაში ედებოდა.

მძიმე ბრალდების მიუხედავად, როდესაც 2024 წლის თებერვალში სანქცირებულ პირთა სია განახლდა, ევროკომისიამ ვერ შეძლო რელევანტური და განახლებული მტკიცებულებების წარდგენა. სასამართლომ კი დაასკვნა, რომ ბრალდებული პირის წინააღმდეგ ახალი მასალების არარსებობის ფონზე, მის სასანქციო პირთა სიაში დატოვება უკანონო იქნებოდა.

შესაბამისად, სასამართლომ მიიღო დაწესებული სანქციების გაბათილებისა და გუცერიევის სანქცირებულ პირთა სიიდან მოხსნის გადაწყვეტილება. ამასთან, ევროკომისიას სასამართლო დავასთან ასოცირებული ხარჯების დაფარვაც დაავალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები