ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2025 წელს გზების ხარჯზე შემცირდება. კერძოდ, კაკაურიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დიდ დაფინანსებებს მოითხოვდა, წელს სრულდება.
საკითხი განიხილეს დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტში, სადაც დეპუტატი ფრიდონ ინჯია დაინტერესდა, რატომ შეუმცირდება სამინისტროს ბიუჯეტი.
„საგზაო ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები სრულდება წელს. დაახლოებით 300 მლნ-ით ნაკლები გვჭირდება გზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მიმდინარეა. რიკოთის მონაკვეთის დიდი ნაწილი, ბათუმის შემოვლითი გზა და ა.შ. დასრულების ეტაპზეა და წელს შედის უკვე ექსპლუატაციაში. ნაწილი ამ რესურსის გადავანაწილეთ წყლის ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ორი პროექტია ჩადებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის ჩადებული, მათ შორის სადახლოსა და წითელი ხიდის მაგისტრალების დაგრძელება. ახალი სხვა პროექტები ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.