მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ რჩებიან გიდები კომპენსაციის გარეშე - ახალგაზრდა გიდების ასოციაცია

5ecb8d32a68a3
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.20 13:12
1837
„თუ სახელმწიფოს ნამდვილად უნდა გიდების დახმარება, მაშინ უნდა აიღონ 2019 წლის პერიოდი საზომად ან თქვან, რომ ვერ ეხმარებიან გიდებს“, - ამის შესახებ BM.GE-ის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გიდები კორონავირუსის გამო  სახელმწიფოსგან კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის მიერ ტურიზმის სექტორის დახამრების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, კომპენსაციას მიიღებდა დარგში დასაქმებული ყველა მოქალაქე, რომელიც 2020 წლის პირველ კვარტალში მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენდა. იმის გამო, რომ ამ კატეგორიაში გიდები ვერ ხვდებოდნენ, მათ ტურიზმის ეროვნულ ადმისტრაციას რეკომენედაციით მიმართეს, რომ გიდებისთვის გამონაკლისის სახით, 2019 წლის შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით, კომპენსაცია გაეცათ.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში გიდების, გიდი მძღოლების და ტურისტული ავტობუსების მძღოლების რიცხვი, დაახლოებით, 1 500-2 000-მდეა.

“არსებული საკონპენსაციო რეგულაციით, რომელითაც ითხოვენ 2020 პერიოდის პირველი კვარტლის ჩარიცხვის დამადასტურებელ საბუთს, გიდების 95% ამას ვერ წარადგენს, რადგან მათ არ უმუშავიათ იანვრიდან მოყოლებული. მოგეხსენებათ, ტურისტული აქტივობა სეზონურობით ხასიათდება, შესაბამისად, ოქტომბრის ბოლოდან მარტამდე, აქტივობა შენელებულია, რასაც 2020 წელს ზამთრის ტურისტულ ადგილებში, ჯერ უთოვლობა, შემდეგ კი წყლის პრობლემებიც დაერთო და ზამთრის სეზონიც ჩავარდა.

ჩვენი შესაბამის სამსახურებთან, კერძოდ კი, ტურიზმის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დროს, თითქოს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საზომად აიღებდნენ არა 2020 წლის პირველ კვარტალს, არამედ 2019 წელს გამონაკლისის სახით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ გაუგებრობას დაბრალდა და ძალაში დარჩა ის თავდაპირველი პირობა ანუ 2020 წლის ჩარიცხვების ისტორია.

ერთი სიტყვით, თუ მათ ნამდვილად უნდათ გიდების და ტურიზმში ჩართული სხვა თვითდასაქმებულების დახმარება, მაშინ უნდა აიღონ 2019 წლის პერიოდი საზომად ან თქვან რომ ვერ ეხმარებიან გიდებს, აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. 
არსბული ვერსიით, ის გიდებიც ვერ ხდებიან კონპესაციების მიმღებთა სიაში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და მათი დამსაქმებლები იხდიან გადასახადებს, იმის გამო რომ 2020-ში მათაც არ უმუშავიათ და არ უფიქსირდებათ ჩარიცხვის ისტორია“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ამ ეტაპზე დარგის წარმომადგენლები დამატებით კონსულტაციებს გადიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები