მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შეიძინა OpenAI-მ გავლენიანი ტექნოლოგიური პოდკასტი TBPN-ი?

TBPN

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა OpenAI-მ პოპულარული ტექნოლოგიური პოდკასტი TBPN-ი შეიძინა.

პლატფორმა, რომლის წამყვანები ჯონ კუგანი და ჯორდი ჰეისი არიან, ცნობილია სექტორის ლიდერებთან, მათ შორის მარკ ცუკერბერგთან და სატია ნადელასთან ინტერვიუებით.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ TBPN ბაზარზე მხოლოდ 2025 წელს გამოჩნდა, მან უკვე შეძლო ისეთი მსხვილი სპონსორების მოზიდვა, როგორებიც Google-ის Gemini და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა არიან. OpenAI-ის განმარტებით, ეს ნაბიჯი კონსტრუქციული დიალოგის სივრცის შექმნას მოემსახურება და გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესახებ საჯარო განხილვებს, მათ შორის, ტექ-გიგანტების ხელმძღვანელებს შორის.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა დაადასტურა, რომ TBPN სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და არც OpenAI-ს მიმართ არსებულუ კრიტიკული ტონის ცვლილება მოუწევს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოდკასტმა 2025 წელს სარეკლამო შემოსავლების სახით $5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზით ეს ციფრი $30 მილიონს გადააჭარბებს. ტრანზაქციის ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ TBPN-ის გუნდმა OpenAI-ისთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება კომპანიის მხრიდან "უკუკავშირის მიღების მზაობის" გამო მიიღო. ცნობისთვის, სემ ალტმანი თავად იყო აღნიშნული პოდკასტის ხშირი სტუმარი, რაც მხარეებს მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. OpenAI-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პლატფორმა ხელოვნური ზოგადი ინტელექტის განვითარების პროცესის საზოგადოებისთვის უკეთ განმარტებას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები