მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი? - გონაშვილის განმარტება

6318d1cedfbdc
ალა ისპირიანი
07.09.22 23:30
868
საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში ექსპორტზე 2 748 ტონა ცხვარი გავიდა, საიდანაც ქვეყანამ $9.2 მილიონის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ცოცხალი ცხვრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი $16.5 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის პირველ შვიდ თვეში ცხვრის ექსპორტი 44.1%-ით არის შემცირებული. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოცხალი ცხვრის მთავარი საექსპორტო ქვეყანა საუდის არაბეთი იყო. წელს კი ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტი 72.2%-ით შემცირდა.

მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბექა გონაშვილი ცოცხალი ცხვრის ექსპორტის შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მან „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ უმთავრესი მიზეზი ვალუტის კურსთა შორის სხვაობაა.

„საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირების ორი მიზეზია. უმთავრესი მიზეზია ლარისა და დოლარის კურსს შორის შარშანდელთან შედარებით დიდი განსხვავება. ასევე ევროპაში რუმინეთი ცხვრის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. რუმინეთს დაახლოებით 10 მილიონამდე ცხვარი ჰყავს და მათ წელს უფრო იაფად დაიწყეს ცხვრის გაყიდვა ვიდრე შარშან ამ დროს ყიდდნენ.

საქართველოში საკმაოდ ჭარბი, 200 000 სულამდე, გასაყიდი ცხვარია დარჩენილი, რაც გასულ წელს ამ დროს 100 000 სულს შეადგენდა და ამ დროს, როდესაც ჩვენთანაც გვალვებია და მთიდან ცხვრის წამოყვანაა საჭირო ბარის საძოვრებზე ჭარბი ცხვრის ძოვება მოგვიწევს და ეს ის საძოვარია, რომელიც მეცხვარეს ზამთრისთვის აქვს შენახული“, - განმარტავს გონაშვილი.

მისი თქმით, ბაზარზე სხვა უფრო იაფად ხელმისაწვდომი ცხვარია.

„არაბული ქვეყნები არის ჩვენთვის კარგი ბაზრები თუმცა აქაც დივერსიფიცირებაა საჭირო. მაგალითად, აფრიკის ქვეყნები საუდის არაბეთს ცხვარს საკმაოდ დაბალ ფასად აწვდიან და 2 თვის განმავლობაში საუდის არაბეთს დაახლოებით 2 მილიონამდე ცვარი ჰყავს მარტო სუდანიდან შეყვანილი. ვფიქრობ იქაც ამოიწურება მარაგები და ჩვენზეც იქნება მოთხოვნა“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება გამოსავალს, გონაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი.

"შეხვედრა გვქონდა და სამინისტროს პოზიციაა, რომ გარკვეულწილად ის ხარჯები შეამსუბუქოს, რომელიც საქართველოშია გასაწევი, მაგალითად ცხოველების ანალიზები და ა.შ. თუმცა დაზუსტებულად ვერ ვიტყვით, რომ დადებითად გადაწყდება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირებულია, მაგრამ ხორცის ნაწილში ზრდაა. ხორცი დუბაიში და კატარის ბაზრებზე გადის და გაფართოების დიდი სურვილი მაქვს. ამ მიმართულებით საუდის არაბეთთან მიდის მუშაობა და სავარაუდოდ იორდანიაშიც გავიტანთ. ხორცის თემ, რომ წამოიწია და ექსპორტზე გადის, ეს გარკვეულწილად ცვრის ექსპორტს შეეშველება", - ამბობს ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, პრობლემებია ლოჯისტიკის მიმართულებითაც, რადგან საწვავის ზრდამ ტრანსპორტირება გააძვირა.

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა - საექსპორტო ქვეყნები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები