საქსტატმა გამოაქვეყნა 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც FDI-ს მაჩვენებელი 41,7%-ით არის შემცირებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. BMG ფინანსთა მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა პირველ კვარტალში, პანდემიამდე პერიოდში მონაცემების გაუარესება და რამდენად მუშაობს ხელისუფლება ინვესტორებთან.
"პირველი კვარტალი პანდემიამდეა? - მე ვფიქრობ, კითხვა სამართლიანად არ არის დასმული. პანდემია დაწყებული იყო მსოფლიოში საქართველოზე ბევრად ადრე. საქართველოში უწყებათშორისი საბჭო შეიქმნა იანვრის ბოლოს, როცა მოლოდინები არსებობდა. თქვენ თუ გგონიათ, რომ მოლოდინები არსებობდა საქართველოში და სხვაგან არ იცოდნენ რა ხდებოდა, ძალიან ცდებით.
ზოგადად, ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების და ეკონომიკური აქტივობების კუთხით იქნებოდა დაბალი, ასევე იმას, რომ აპრილში 16%-იანი შემცირებაა ეკონომიკის, ამას წინ არაფერი უძღოდა? - კითხვა არ არის სამართლიანი. თუ კონტექსტი არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო გარემო გააუარესა საქართველოში და პანდემიისგან დამოუკიდებლად აქ რამე გაუარესდა, ეს მართალი არ არის", - განაცხადა მაჭავარიანმა.