მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შექმნა Ferrari-მ ციფრული ჰიპერქარი?

f76

NFT-ტექნოლოგიის მიმართ ინტერესის დრამატული შემცირების მიუხედავად, იტალიურმა Ferrari-მ ახალი ჰიპერქარის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ციფრულია და NFT-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახელი F76-ია და ის ვიზუალურ პროექტს წარმოადგენს, ანუ მისი ერთადერთი მიზანი Ferrari-ის სამომავლო ხედვის წარმოდგენა და სტილისტური ელემენტების ხაზგასმაა.

ციფრული ჰიპერქარი თავის დნმ-ს F80-თან და 499P-სთან იზიარებს, თუმცა მათგან განსხვავებით, F76 ვერასოდეს იხილავს სარბოლო ტრასას, რადგან Ferrari მის წარმოებას არ აპირებს.

ექსპერტების შეფასებით, F76-ის დახმარებით იტალიურ კომპანიას ახალი ვიზუალური იდენტობის წარმოდგენა სურს, რომელსაც, სავარაუდოდ, მის ახალ ავტომობილებში შევხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები