მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ თქვა უარი თბილისის მერიამ ტურისტული გადასახადის შემოღებაზე? - კალაძის განმარტება

63ac3219b8f87
ლიკა მეგუთნიშვილი
28.12.22 17:11
601

„ტურისტული გადასახადის შემოღებას შესაძლოა ჩვენი იმიჯი დაეზიანებინა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, ტურისტული გადასახადის დაწესება დედაქალაქისთვის არც შემოსავლის თვალსაზრისითაა მიმზიდველი.

„ამაზე[ტურიზმის გადასახადზე], რა თქმა უნდა, გვქონდა მსჯელობა. ვფიქრობდით, შემოგვეღო თუ არა. საბოლოოდ, როდესაც გავაანალიზეთ და დავთვალეთ, თუ რა შემოსავალი შეიძლება მიეღო მუნიციპალიტეტს აქედან, არ იყო ისეთი თანხები და თან ეს იმიჯურად შეიძლება, დამაზიანებელიც ყოფილიყო. ამიტომ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ტურისტებისთვის გარკვეული გადასახადი შემოგვეღო“, - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტურისტული გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ტურისტული მოსაკრებელი თავის თავში ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს მოიცავდა. მაშინ ბიზნეს ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ინიციატივას ჯერ მხოლოდ იდეის ხასიათი ჰქონდა, თუმცა მისი განხილვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები