მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ წავიდა ცოტნე ებრალიძე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდიდან

ცოტნე ებრალიძე

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდიდან „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“ მიდის.

ამის შესახებ მან BMG-ს ფონდიდან წასვლის მიზეზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია

„არაფერი განსაკუთრებული... 11 წელი ერთ კომპანიაში დიდი დროა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივდივარ“, - აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

მისივე თქმით, ჯერ ვერ დააკონკრეტებს, სად გააგრძელებს საქმიანობას.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ცოტნე ებრალიძეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მისი მოადგილე დავით გალუაშვილი შეცვლის.

ვინ უხელმძღვანელებს ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები