მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უჩივის 10,000-ზე მეტი ევროპული სასტუმრო Booking.com-ს?

Booking.com
BM. GE
07.08.25 00:00
361

ევროპის მასშტაბით 10,000-ზე მეტმა სასტუმრომ Booking.com-ის წინააღმდეგ ერთობლივი სამართლებრივი პროცესი დაიწყო. როგორც ირკვევა, საქმე ეხება 2004-2024 წლებში კომპანიის მიერ პარტნიორი სასტუმროებისთვის დაწესებულ შეზღუდვას.

შეზღუდვას, რომლის თანახმადაც არცერთ სასტუმროს არ ჰქონდა უფლება, დაჯავშნის პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის მომსახურება უფრო იაფად შეეთავაზებინა. თუ ისინი ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ, Booking.com-ზე დარჩენას ვეღარ შეძლებდნენ. კომპანიას ამით კონკურენციის მოშორება სურდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასტუმროებმა ერთობლივი სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გასულ წელს ევროპულმა სასამართლომ Booking.com-ის ტაქტიკა არალეგალურად გამოაცხადა. საქმის განხილვა ნიდერლანდებში უკვე დაიწყო. სასტუმროების პოზიციას არაერთი გავლენიანი და მსხვილი სასტუმროთა გაერთიანება წარმოადგენს. მათი განცხადებით, დაწესებული შეზღუდვით Booking.com-მა კონკურენცია ხელოვნურად მოშალა და ფასების ზრდა განაპირობა. რაც შეეხება დაჯავშნების გლობალურ პლატფორმას, მისი წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ მოთხოვნაში უკანონო არაფერი ყოფილა.

ცნობისთვის, 2023 წლის მონაცემებით, Booking.com-ის საბაზრო წილი ევროპაში 71%-ი იყო. შესაბამისად, ყოველი 4-დან 3 სასტუმროს დაჯავშნა სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით ხორციელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები