მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უჩივის ExxonMobil-ი კალიფორნიის მთავრობას?

exxon

ნავთობ-ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, ExxonMobil-მა კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც მისი იურისტები განმარტავენ, საქმე ეხება შტატებში მოქმედ 253-ე და 261-ე კანონებზე, რომლებიც მსხვილ კომპანიებს ავალდებულებს, გაასაჯაროონ სათბურის ეფექტის ზრდაში მათი როლის შესახებ არსებული ინფორმაცია. ასევე კლიმატის დაზიანებასთან დაკავშირებული ის ფინანსური რისკები, რომლებსაც მაგალითისთვის, Exxon-ის საქმიანობა იწვევს.

ნავთობ-გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მონაცემების გამოქვეყნება მათთვის პრობლემა არ არის. პრობლემა არის ის, თუ რა ფორმით ითხოვს შტატი მათგან ამას. Exxon-ის ადვოკატების განმარტებით, ცალკეული დოკუმენტების წარდგენა იმის დასადასტურებლად, რომ კომპანია აზიანებს კლიმატს და ზრდის სათბურის ეფექტს, მათთვის მიუღებელია. ნავთობ-კომპანია შტატების მთავრობას ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს სუბიექტის იძულებას, გააჟღეროს ის მესიჯი, რომელსაც თავად არ ეთანხმება.

თუ ExxonMobil-ი დავას ვერ მოიგებს, მოუწევს დაემორჩილოს კანონს და ყოველწლიურად გაასაჯაროოს დოკუმენტები, რომლებიც გარემოს დაზიანებაში მის როლს კონკრეტულად წარმოაჩენს. სწორედ ეს არ სურს კომპანიას. ცნობისთვის, ExxonMobil-ი საჯაროდ წლების განმავლობაში უარყოფდა კლიმატის ცვლილებას, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა და მის რეალურ რისკებზე დაიწყო საუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები