მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება BOG-ის მობილბანკით?

BOG APP

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება ქონების დაგროვების ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ბანკის დახმარებით ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

მობილბანკის მეშვეობით ინვესტირების დაწყება 1 დოლარიდანაა შესაძლებელი და აპლიკაცია წვდომას 6,000-მდე ფინანსურ პროდუქტთან გაძლევთ. მობილბანკის მეშვეობით ამერიკულ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ნებისმიერი კომპანიის აქციების შეძენა შეგიძლიათ. გარდა ამისა, პლატფორმა ინდუსტრიულ და ინდექს ფონდებში (ETFs) ინვესტირების შესაძლებლობასაც გაძლევთ.

მობილბანკი წილადობრივი ინვესტირების საშუალებასაც იძლევა, ანუ შეგიძლიათ ზუსტად იმ თანხის შესაბამისი მოცულობის ფასიანი ქაღალდი შეიძინოთ, რამდენის გადახდის სურვილი ან საშუალება გაქვთ.

ამჟამად მობილბანკში სპეციალური სააქციო შეთავაზება მუშაობს, რომლის ფარგლებში საინვესტიციო მოდულით სარგებლობა უფასოდ შეგიძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა. უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია არ ვრცელდება 5 დოლარზე ნაკლები ღირებულების მქონე აქციებზე, ე.წ. Penny Stock-ზე. ასეთი აქციების შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული საკომისიო.

ხელმისაწვდომობასთან ერთად, მობილბანკს სიმარტივეც გამოარჩევს. ონლაინ რეგისტრაციის პროცესის გავლას რამდენიმე წუთი სჭირდება, სასურველი კომპანიების აქციების შეძენა კი ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.

თუკი საინვესტიციო პროდუქტების მრავალფეროვნება გაბნევთ ან საფონდო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მიერ მომზადებული უფასო ბიზნესკურსი გაიაროთ, რომლითაც საჭირო ცოდნასთან ერთად, ჯილდოსაც მიიღებთ. კერძოდ, 3,000 კურსდამთავრებული, რომელიც საინვესტიციო ანგარიშის გახსნის გადაწყვეტილებას პირველად მიიღებს, საქართველოს ბანკისგან 10 დოლარით დაჯილდოვდება. თუკი შეკითხვები კურსის გავლის გავლის შემდეგაც გექნებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინვესტიციების Facebook გვერდს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

მართალია, მობილბანკი 6,000 საინვესტიციო ინსტრუმენტს აერთიანებს, თუმცა ყოველი მათგანი ნამდვილად ვერ იქნება თქვენს სურვილებსა და მიზნებზე მორგებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგიძლიათ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კომპანიებისა და ფონდების ჩამონათვალს გაეცნოთ, რომელიც ამ რთულ არჩევანს გაგიმარტივებთ. მაგალითად, ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად Tesla-ს, Apple-ის, Coca-Cola-ს, Google-ის, Microsoft-ის და Amazon-ის აქციებით ვაჭრობენ.

ზოგადად, ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად საუკეთესო დრო სწორედ ახლაა, რადგან იდეალური მომენტის წინასწარმეტყველება უბრალოდ შეუძლებელია. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ დივიდენდების და რთული პროცენტის ეფექტიანობა დროსთან ერთად იზრდება, ანუ საფონდო ბირჟაზე გატარებული დრო პირდაპირპროპორციულად აისახება პორტფელის საბოლოო შედეგზე, ანუ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით უკეთესი შედეგი გექნებათ მომავალში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტირება არ არის სწრაფი გამდიდრების საშუალება, ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის დაგროვებისა და ახალი დოვლათის შექმნის ეფექტიანი სტრატეგიაა, რომელსაც წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ინვესტორისათვის უდიდესი ფინანსური სარგებელი მოუტანია.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების შეძენით თქვენ არა უბრალო პროდუქტის მფლობელები, არამედ ბიზნესის აქციონერები ხდებით, ისეთი ბიზნესის მეწილეობა კი, როგორიც, მაგალითად: Apple, Microsoft, Coca-Cola ან JPMorgan-ია, ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომელიც ახალა უკვე მობილბანკის დახმარებით ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

გაითვალისწინეთ, ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები