მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გასაჩივრდეს "რუსული კანონი" საკონსტიტუციო სასამართლოში? - ნონა წოწორიას განმარტება

ნონა წოწორია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" განმარტავს, რა უფლებამოსილება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს "რუსულ კანონთან" დაკავშირებით.

იურისტი ამბობს, რომ გარდა სამართლებრივი მექანიზმებისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ, რამდენი მოსამართლე უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიას და კონსტიტუციურ წესრიგს თავად საკონსტიტუციო სასამართლოში.

"კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმი ქვეყნის შიგნით, უპირობოდ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა და უამრავი მიზეზია ამისთვის, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციურად ცნოს. მეორე საკითხია, რამდენად გააკეთებს ამას.

მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, ტრაგედიაა, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ იქ შესაძლოა არ დადგეს ის ლოგიკური შედეგი, რისი მოლოდინიც ქართველ ხალხს აქვს. ესეც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კონსოლიდირებულია მმართველი რეჟიმის ხელში. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი არ უნდა გასაჩივრდეს. როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენი მოსამართლე უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიას და კონსტიტუციურ წესრიგს თავად საკონსტიტუციო სასამართლოში.

არის მექანიზმი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს გარკვეული ნორმების მოქმედება და შემდეგ იმსჯელოს მის კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ყველა ბერკეტი შეაჩეროს კანონი უახლოეს მომავალში, როგორც კი კანონი ძალაში შევა", - განაცხადა წოწორიამ "ანალიტიკაში".

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში და ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები