მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ზრდიან რითეილერები ე.წ ქეშბექებს? - ასოციაციის განმარტება

სუპერმარკეტი

"საცალო ფასზე ყველაზე მეტად "ქეშბექი" მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი შესაბამისი პროცენტული ოდენობით მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის", - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში წერია.

ქეშბექს, იგივე რეტრობონუსს, რითეილერები პროცენტის სახით დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს უწესებენ, სანაცვლოდ კი თანხმებიან, რომ ქსელური მარკეტები მათი პროდუქციის გაყიდვებს დაასტიმულირებენ.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეტრობონუსის მოცულობას, იგივე ქეშბექს დისტრიბუტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდის, თუ მათი მიწოდებული პროდუქცია გაიყიდება. მისი თქმით, თავად გადასახადის მოცულობა მაშინ იზრდება, როცა ქსელური მარკეტი პროდუქციის გაყიდვებს სტიმულირებისთვის უფრო მეტი რესურსის დახარჯვას იწყებს.

“რეტრობუნუსი არის დისტრიბუციის ან მწარმოებლის მხრიდან რიტეილერის წახალისება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდოს. ანუ მწარმოებელი ეუბნება რითეილერს, მე შენ მოგცემ ბონუსს, მაგრამ ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ შენ ჩემი მეტი პროდუქცია უნდა გაყიდო. რითეილერი ამ ბონუსს ასე უბრალოდ ვერ მიიღებს, ის პროდუქტი უნდა გაყიდოს. თუ ვერ გაყიდა, ვერ მიიღებს რეტრობონუსს. პრაქტიკულად ამ პროცესში რითელერი რისკავს, ადებს დაბალ ფასნამატს და დამოკიდებულია მხოლოდ გაყიდვებზე.

შესაბამისად, როცა რითეილერი ცდილობს შეთავაზებები კიდევ უფრო მეტად მოარგოს მომხმარებლის ინტერესებს იქ რა თქმა უნდა, მიმწოდებელთან მიდის მოლაპარაკება რეტრობონუსის გაზრდაზე, იმიტომ რომ მე ეს საშუალებას მომცემს, უფრო აქტიურად ვიმუშაო იმაზე, რომ შენი პროდუქტი უკეთესად იყიდებოდეს,” - ამბობს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები