მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა საქართველოში covid-ით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი? - ნიკოლოზ გამყრელიძის პასუხი

61b75b473d31b
მარიამ ვარადაშვილი
13.12.21 21:20
1066
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვალების დიდ რაოდენობას აცრების დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მათი კლინიკების მაგალითზე გამყრელიძე ამბობს, რომ საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანების 98% აუცრელია. დღევანდელი მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

“მსოფლიოში სერვისები განვითარების სხვადასხვა დონეზეა და ვფიქრობ, ჯანდაცვის სექტორი მაქსიმუმს აკეთებს, რათა პანდემიის ტვირთი რაც შეიძლება ნაკლებად დააწვეს მოსახლეობას, მაგრამ სექტორს აქვს საკუთარი ლიმიტი. უკვე ორი წელია ჯანდაცვის სექტორი ამ ზღვარზე მუშაობს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩვენი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის. ჩვენთან კლინიკაში მწოლიარე კოვიდპაციენტების 98% აუცრელია. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე სამწუხაროდ, რატომ იღუპება ამდენი ხალხი”, - აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, დღეს მდგომარეობით სრულად აცრილია 1 047 569 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.5%-ია.