მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც არ უნდა იხვანხვალონ თქვენმა უფროსებმა, ვინც რა უნდა თქვას, ეს კანონი მაინც მიიღება - დეპუტატი ჟურნალისტს

ბეჟან წაქაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული ღონისძიებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ხალხმა მესიჯები ძალიან კარგად გაიგო. ამის შესახებ დეპუტატმა "მთავარ არხს" უთხრა.

"კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიგო ჩვენი მესიჯები და დადგა გვერდში იმას, რაც ქართულია. ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რაც რეალობაა. ახლა, რაც არ უნდა იხვანხვალოს თქვენმა უფროსებმა, ვინაც არ უნდა რა თქვას, ეს კანონი მაინც მიიღება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ უარი თქვას თავის იდენტობაზე, ტრადიციებზე. ეს კანონი აწუხებთ მათ, ეს პარლამენტია კაცო, ის ხო არ არის, „საქულას დუქანი", - ამბობს დეპუტატი.

კითხვაზე, ევროპა ჩვენს სუვერენიტეტს პატივს სცემს თუ არა, წაქაძე პასუხობს: „რა არის სუვერენიტეტი? სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ შენ პატივი სცე იმ სტრუქტურას, რასაც პარლამენტი ჰქვია“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდება, დეპუტატი აფასებს, რომ ამდენ ხანსაც უნდა მომხდარიყო ეს.

„თქვენ პატარები იყავით მაშინ. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ზოგს პოლიტიკური და ზოგს - სამართლებრივი“, - თქვა მან.

[სტილი დაცულია]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები