მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც არც გვქონია, იმაზე ფიზიკურად ვერც ვიტყოდით უარს - ნინო წილოსანი EU-სთან პროცესის გაყინვაზე

წილოსანი

"რაც არც გვქონია იმაზე ფიზიკურად ვერც ვიტყოდით უარს" - ასე ეხმაურება ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ფაქტს, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.

"რაც არც გვქონია, იმაზე ფიზიკურად ვერც ვიტყოდით უარს.

მოლაპარაკების გახსნა და ევროკავშირის დაფინანსება ბოლო პერიოდში ძირითადად პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის იარაღი გახდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან ამ “დისონანსის” მქონე საკითხს ვხსნით დღის წესრიგიდან 2028 წლამდე, თუმცა თუ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა გადაწყდა, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდებით ამ შემოთავაზებას", - წერს ვიცე-სპიკერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები