მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე აქვს ეჭვი მთავრობას? - მინისტრი ნავთობიმპორტიორებს შორის შესაძლო "მოლაპარაკებაზე”

626fa805dd93c
მარიამ ვარადაშვილი
02.05.22 14:38
3311

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად დრო 15 მაისამდე მისცა. შესაბამისი დავალება სააგენტოს ხელმძღვანელმა გასული კვირის პარასკევს მიიღო.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნავთობიმპორტიორებმა უკვე შეისყიდეს გაიაფებული საწვავი, მაგრამ ბაზარზე მისი ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დასკვნამ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე "მოლაპარაკება".

რაზე აქვს ეჭვი მთავრობას? ამის შესახებ bm.ge-ს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს კითხა, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებულ განცხადებაში, გარკვეულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, არ გამორიცხა ფასებთან დაკავშირებით ნავთობკომპანიებს შორის რაიმე მოლაპარაკება არსებობდეს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბაზრის მონაწილეებს შორის შესაძლო გარიგებაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნას დაელოდებიან. 

ჟურნალისტიკის კითხვაზე, სახელმწიფოს მიაჩნია თუ არა, რომ ნავთობიმპორტიორები იაფად ნაყიდ პროდუქტს ძვირად ყიდიან, ხუციშვილი პასუხობს, რომ დასკვნის გამოქვეყნებამდე კონკრეტულად ვერაფერს იტყვის. 

“ამ შემთხვევაში ეჭვზე საუბარი არ არის, არამედ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. წარმოადგენს სააგენტო ანგარიშს, რის საფუძველზეც შესაძლოა ვიმსჯელოთ ეჭვებზე. აქედან გამომდინარე, სანამ ანგარიში ხელმისაწვდომი არ იქნება, ამ მიმართულებით დამატებით ვერ განვაცხადებთ. უნდა დაველოდოთ კონკურენციის სააგენტოს ანგარიშს”,-აცხადებს ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები