მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და აშშ-ის ელჩმა მარტში შემდგარ შეხვედრაზე - დეგნანის პასუხი

62f15f5b22c72
ალა ისპირიანი
08.08.22 23:15
3438
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენს და გავლენიან ქართველს შეხვდა.

მისი თქმით, ივანიშვილთან საუბარი აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერას შეეხებოდა.

"ივანიშვილი გავლენიანი ქართველი, წარმატებული ბიზნესმენია და ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. ჩვენი ამოცანაა შევხდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში. მასთან შეხვედრაზე საუბარი იყო აშშ-ს მხარდაჭერაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ ჩვენი საქმიანობით. ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე ან სანქციებზე, ან რაიმეზე, რაც შეიძლება წარმოჩენილი იყოს, როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მან აღნიშნა, რომ არაფერია უჩვეულო იმაში, რომ დიპლომატი რომელიმე გავლენიან, ძალიან წარმატებულს ქართველს, ისევე როგორც ბევრ სხვა მოქალაქეს ხვდებოდეს. "ვფიქრობ, ამ ჩვეულებრივ მოვლენას დიდი ყურადღება ექცევა" - დასძინა მან. 

კითხვას - რა მოტივით გაასაჯაროვა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩთან საქართველოში პირადი შეხვედრა, დეგნანმა უპასუხა, რომ "ბიძინა ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა არ სურს".

"ჩვენ როგორც წესი პირად შეხვედრებს არ ვასაჯაროებთ. იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სახვასთან. უბრალოდ დიმპლომატიისთის არ არის მიღებული წესი ასე მოიქცეს. თუკი მეორე მახრეს ურჩევნია, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებაც, სადაც აშშ-ი ცდილობის საქართველოს განვითარებას მხარი დაუჭიროს", - ამბობს დეგნანი.