მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რბილი, თუმცა „შემაშფოთებელი“ შტამი - რა წერია „ომიკრონის“ ახალ კვლევაში

61c4301752ecc
თათია კაკიაშვილი
24.12.21 00:10
1247
გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნებული წინასწარი კვლევების მიხედვით, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი შედარებით უფრო რბილია, თუმცა - მაინც „შემაშფოთებელი“. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტების ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ვირუსის სხვა შტამებით დაავადებულებისგან განსხვავებით. თუმცა, მეცნიერების თქმით, ამის მიუხედავად ახალი შტამი მაინც „შემაშფოთებელია“, რადგან ის გადადების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რამაც შესაძლოა, საავადმყოფოების გადავსება და, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის შერყევა გამოიწვიოს.

მკვლევარების თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტებიდან საავადმყოფოებში, ძირითადად, მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები ხვდებიან. შესაბამისად, ეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან შეფასდა, როგორც „კვალიფიციური კარგი ამბავი“.

თუმცა, მათივე თქმით, ვინაიდან კორონავირუსის ეს ვარიანტი წარმოუდგენლად სწრაფად ვრცელდება, „შემთხვევათა დიდმა რაოდენობამ შესაძლოა მისი მსუბუქი ყოფნის ნებისმიერი სარგებელი გაანადგუროს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები