საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 584 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს, რაც წინა წლების მაჩვენებლის მსგავსია. ბოლო წლების შედეგები რიცხვებში აჩვენებს, რომ მოთხოვნის ზრდას ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა და ბაზარზე ნედლი რძე დეფიციტურია. გავიხსენოთ გუშინდელი ინციდენტი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გვამცნო რომ სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში - აფლატოქსინი გამოვლინდა. ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
მიღმა გამოწვევებისა ბაზარზე არაერთი ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი კომპანია ჩნდება - მათ შორის ერთ-ერთი ასეთი - შვანრეა. დაახლოებით 2 წელია ქვემო ქართლის რეგიონში კოოპერატივმა „დმანისი“ ნედლი რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო აამუშავა. საწარმო სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის არის ყველის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ეს ყველაფერი კი ადგილობრივ ბაზარზე „შვანრე“-ს სახელით იყიდება. როგორია კომპანიის შედეგები და როგორი იყო 2024?
სტუმარი: ნონა ანსიანი - “შვანრეს” დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად