წელს საქართველომ 266.4 ათასი აშშ დოლარის 37.6 ტონა რძე პასტა იყიდა, რაც 406.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- ფინეთი - $218.4 ათასი, 29.9 ტონა;
- უკრაინა - $31.4 ათასი, 5.2 ტონა;
- ბელარუსი - $14.9 ათასი, 2.4 ტონა;
- საფრანგეთი - $1.5 ათასი, 60 კგ.
ამასთან, წელს, საქართველომ 187.6 ათასი აშშ დოლარის 52 ტონა რძის ფხვნილი და გრანულები იყიდა, რაც 44.1%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე.
წელს იმპორტი სულ 5 ქვეყნიდან განხორციელდა:
- ნიდერლანდები - $102.6 ათასი, 25 ტონა;
- ირანი - $64.4 ათასი, 23 ტონა;
- იტალია - $18.9 ათასი, 3.7 ტონა;
- ბელარუსი - $1 ათასი, 230 კგ;
- საფრანგეთი $620, 50 კგ.