ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი „კინესთეზია“ გამოჩნდა, რომელიც მსურველებს რეაბილიტოლოგის მომსახურებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ „კინესთეზიამ“ საქმიანობა, ახლახან დაიწყო მან უკვე შეძლო გაფართოება და სერვისების გამრავალფეროვნება, რაზეც დეტალურად „ქალების ნარატივში“ სტარტაპის დამფუძნებელმა, გიგი ტაბაღუამ ისაუბრა.
„უამრავი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებია ჩვენს გარშემო, რომელთაც სჭირდებათ კომფორტულად ადაფტირება საზოგადოებაში, სწორედ ეს იყო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის , რათა დავხმარებოდით ამ ადამიანებს საკუთარი მიზნის მიღწევაში. დაახლოებით ექვსი თვის წინ დავიწყეთ ოპერირება ქვემო ქართლის ბაზარზე, რომელიც მოიცავდა რუსთავს, გარდაბანსა და მარნეულს, რამდენიმე თვის წინ, თბილისის ბაზარზე შევედით და შეგვიძლია, როგორც ქვემო ქართლი, ასევე თბილისი დავაკმაყოფილოთ,“ - განაცხადა გიგი ტაბაღუამ.
მისი თქმით, „კინესთეზიას“ გუნდი მომსახურების გასაწევად, პაციენტისთვის სასურველ ადგილას მიდის და მასზე მორგებული გეგმის მიხედვით ხდება რეაბილიტაცია.
„ნდობის მოპოვება უპირველესია, როდესაც ტრავმებს და ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საკითხი. ჩვენ მოვახერხეთ, რომ რეაბილიტაციის თითქმის ყველა მიმართულება აგვეთვისებინა. დღეისთვის უკვე ოცდაათი პაციენტის ინტეგრაცია მოვახდინეთ საზოგადეობაში. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სარეაბილიტაციო ცენტრია, მაინც არსებობენ ადამიანები, რომელსაც ექმნება გარკვეული დისკომფორტი გადაადგილების ან დროის სიმცირის გამო და ისინი ჩვენ გვიკავშირდებიან , მივდივართ მათთვის სასურველ ადგილას , სპეციალურად მათზე მორგებულ გეგმას ვსახავთ პროფესიონალი გუნდის ჩართულობით და ასე ვახდენთ მათ რეაბილიტაციის პროცესის მართვას,“ - განაცხადა გიგი ტაბაღუამ.
სტარტაპის დამფუძნებლის განმარტებით, „კინესთეზიამ“ სულ ახლახანს პოსტ-ტრამვული რეაბილიტაციის მიმართულება ფიზიკური თერაპევტის, რეაბილიტოლოგის ჩართულობით.
„ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან მობილურის და სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. ჩვენ რამდენიმე თვეა დავიწყეთ მუშაობა სერვისის გაციფრულებაზე, რაც მოიცავს სრულად ინტეგრაციას მობილურ აპლიკაციაში ჩვენი სერვისისა, ეს უკეთესია როგორც მომხმარებლის, ასევე ჩვენი კომფორტისთვის, რადგან ადამიანს შეეძლება შემოვიდეს აპლიკაციაზე, დაჯავშნოს სასურველ ექიმთან ვიზიტი და საჭირო დროს საჭირო ადგილას მიიღოს „კინისთეზიას“ მომსახურება,“ - აღნიშნა გიგი ტაბაღუამ.