მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets – ხარისხის რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საექსპორტო პროდუქტი?

649a8d076852e
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.23 00:05
925
საკონსულტაციო კომპანია ISO Consulting-ი ადგილობრივ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელ კომპანიებს პროდუქტის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სტანდარტიზაციის მონიტორინგში ეხმარება. 2019 წელს ISO Consulting-მა USAID-ის თანადაფინანსებით IFS-ის და BRCGL-ის ავტორიზებული ტრენინგ პროვაიდერი გახდა, ხოლო 2021 წელს დასაწყისში კომპანია „გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის“ - UNIDO-ს მიერ კომპეტენტურ ტრენინგ პროვაიდერად შეირჩა. შედეგად ISO Consulting-ს ქართულ ორგანიზაციებში UNIDO-ს ენერგო-ეფექტურობის სისტემის დანერგვის უფლება მიენიჭა. 2022 წლის მონაცემებით კომპანია საქართველოში 145-ზე მეტ ორგანიზაცია წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში ეხმარება.

კომპანია ISO Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი ივანე დიდბერიძე გადაცემა #Forbes კვირაში ადგილობრივ მწარმოებლების მიერ ექსპორტზე პროდუქტის გატანისა და ამ მიმართულებით გაყიდვების განვითარებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების მნიშვნელობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა ხელს უწყობს როგორც ახალი საქმიანობების წამოწყებას, ასევე ამ კომპანიების მიერ პროდუქტების ექსპორტზე გატანას.

„სურსათზე და სხვა ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნები არსებობს, რომლებიც მომხმარებლების მიერ ყალიბდება. მწარმოებლები ერთ დიდ სავაჭრო ჯაჭვს გადიან, რომლის ყველაზე დიდი კოალიცია Global Food Safety Initiative-ია. ამ გაერთიანებაში 44 უმსხვილესი ორგანიზაცია შედის, რომელიც სურსათის უვნებლობით ხელმძღვანელობენ. ეს ინიციატივა 2000 წელს შეიქმნა და გაეროს 17 მიზნიდან ერთ-ერთს- მოსახლეობისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას ემსახურება. არსებობს ასეთი ორგანიზაცია Consumer Goods Forum, რომელშიც საქართველოდან არც ერთი ორგანიზაცია არ ერთიანდება. მასში 400-ზე მეტი ორგანიზაცია შედის. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ლიდერი მწარმოებლების და რიტეილერების ტოპ-მენეჯერები ერთად სხედან. მათგანაა ინიცირებული GFCI-იც.

GFCI სტანდარტების გარკვეულ კატეგორიებს აღიარებს და მისთვის ყველა სტანდარტი მიღებული არ არის. მაგალითად, ცალკე ISO22 000 მის მიერ არაა აღიარებული, რადგან ის არ არის კომერციული ორგანიზაციის მფლობელობის ქვეშ, რადგან სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა და გლობალურად, ზოგადად მომხმარებლისთვის გამოსცა. ასევე მისი კონტროლი არ ხორციელდება შემმუშავებლის მიერ, მაგრამ ISO 22 000 გამოყენება GFCI-ის მიერ შესაძლებელი გახდა FSS22 000 დამატებით, რომელიც სერტიფიკაციის სქემაა. ის აერთიანებს ISO 22 000 მოთხოვნებს, ასევე 22 002-ის მოთხოვნებს და იმ დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც თვითონ GFCI მიერ იქნა კომბინირებული. ეს არის მოთხოვნები, რომლებიც არამხოლოდ სურსათის უვნებლობას, არამედ მის უსაფრთხოებას, ფალსიფიკაციას უკავშირდება. GFCI-ის მიხედვით გადამმუშავებლებისთვის არის ისეთი სტანდარტები, როგორიცაა FSS22 000, BRC, QF და ა.შ.“, - განმარტავს ივანე დიდბერიძე საექსპორტო ბაზრებზე ქართული მწარმოებლების მიერ სტანდარტების დაკმაყოფილების საკითხზე საუბრისას.

ISO Consulting-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველად წარმოებას ექსპორტის დივერსიფიცირების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ის სტანდარტები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზეა არც ისე მიუღწეველი, ძვირი ან რთულად მისაღწევია.

„პირველადი წარმოების ნაწილში ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა ჩვენი ექსპორტი სამწუხაროდ რუსეთზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით პირველადი წარმოება, ეს არის გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული. დღეს პროდუქტის დიდი რაოდენობა ევროპის ნაცვლად რუსეთში მიედინება. ევროპა ევროდირექტივის შესაბამისად იმ სტანდარტს ითხოვს, რაც მოიცავს კალიბრს, ფორმას, ზომას, წონას... რომლის დაცვა ვერ ვიტყვი, რომ რთული და მიუღწეველი, ან ძვირია, უბრალოდ მეტი მონდომებაა საჭირო.

გვყავს ბიზნესები, რომლებიც ევროპაზე არიან ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტებს მისდევენ. Global GAP-ის წარმოებაში ერთ-ერთი პირველი იყო „ჰერბია“ და კივის მწარმოებელი „ნერგეტა“, რომლებმაც ევროპაში პროდუქცია გაიტანეს.

უნდა განვმარტოთ, რომ თუ სურსათის ექსპორტი ხდება რიტეილ სეგმენტში ხდება და თუ ის GFCI-ის წევრია, მაშინ რიტეილი სერტიფიცირების საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას ითხოვს, მაგრამ თუ ექსპორტი ხდება ბუტიკურ მაღაზიებში, მაშინ ისინი IFC სტანდარტის დანერგვას იწყებენ“, - აცხადებს ISO Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ივანე დიდბერიძე აღნიშნავს, რომ სტანდარტების დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამბობს, რომ ქართული კომპანიები სტანდარტების დანერგვას მაშინ იწყებენ, როდესაც მათ ეს ვალდებულებად ეკისრებათ.

„2018 წელს USAID-ის დახმარებით ჩვენ ბიზნესს GFCI-ს მოთხოვნებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გავუმართეთ. ეს სტანდარტები ბიზნესმა მაშინ მოიწონა, თუმცა მათ ამ სტანდარტების დანერგვის სურვილი არ გამოუთქვამთ, მანამ სანამ ეს მოთხოვნები მათი მომხმარებლის მხრიდან დღის წესრიგში არ დადგა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს ორგანიზაციები ამ სტანდარტების დანერგვის მოთხოვნით გვიკავშირდებოდნენ.

ცნობიერების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია და ამას სახელმწიფოც უწყობს ხელს "აწარმოე საქართველოს" და სოფლის განვითარების პროგრამას აქვს პროგრამები, რომელიც კომპანიების გამოფენებზე გაყვანას გულისხმობს, თუმცა რაოდენობები შეზღუდულია და საჭიროა მეტი ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია მოხვდეს გამოფენაზე და ეს მოთხოვნა პირდაპირ იმ მომხმარებლისგან მიიღოს, რომლებიც ხარისხის სტანდარტებს ითხოვენ“, - განმარტა ივანე დიდბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები