მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეანომობილები ერთ-ერთი პრიორიტეტია. თანხის კუთხით პრობლემა არ გვაქვს, გამოყოფილია - გიორგი კაკაურიძე

რეანომობილები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ რეანომობილების საჭირო რაოდენობის შესასყიდად თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებულია. მან ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რეანომობილები ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"უკვე დასრულდა ერთი ტენდერი, სადაც 135 მანქანის შესყიდვა მოხდება, მათ შორის არის რეანომობილები. ანუ საჭიროება რეანომობილების რაც არის, თანხის კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, განსაზღვრულია თანხა და გამოყოფილია ამ კუთხით. შესაბამისად, რა რაოდენობაც იქნება რეანომობილების საჭირო, ის რაოდენობა იქნება შესყიდული.

აქ მეორეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში, სულ რომ არ იყოს ექსპლუატაციაში, მაინც ფუჭდება, ამიტომ უნდა გვყავდეს იმდენი, რაც საჭიროებაა და საჭიროების შესაბამისად მისი თანხა უკვე გათვალისწინებული გვაქვს და, რა თქმა უნდა, შესყიდვებიც იქნება", - ამბობს კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები