მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რებრენდინგი და ინოვაციური საბანკო პროდუქტები – რა სიახლეებს გვთავაზობს სილქი

სილქი
23.10.24 11:38
199

სილქ ბანკმა და სილქ როუდ ჯგუფმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს და მიზნად ბანკის სრული ციფრული ტრანსფორმაცია დაისახეს. ბანკმა უკვე წარუდგინა მომხმარებლებს სერვისები, რომლებიც მათი გამოწვევების მოგვარებაზეა ორიენტირებული. თითოეული პროდუქტი დეტალური კვლევების საფუძველზე შეიქმნა, რათა სრულად დაკმაყოფილებულიყო მომხმარებელთა სურვილები და მოლოდინები.

სილქმა განიცადა რებრენდინგიც – შემოკლდა მისი სახელი და Silk Bank-ის ნაცვლად Silk გახდა. ასევე, ის საზოგადოების წინაშე ახალი ვიზუალური იდენტობით წარდგა.

განახლებული APP და ტრანზაქციული ბანკინგი

შეიქმნა ახალი აპლიკაცია, რომელიც სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, მომხმარებლებს ინოვაციურ ფინანსურ და არაფინანსურ მომსახურებებს სთავაზობს.

Silk აპლიკაციის მეშვეობით გადარიცხვა, განაღდება, გადახდა თუ სხვა საბანკო სერვისები სრულიად უფასოა. ასევე, აპლიკაციაში შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათის დამატება. გადარიცხვები ამ შემთხვევაშიც 24/7-ზე მომენტალურად სრულდება, თანაც საკომისიოს გარეშე. რაც მთავარია, თანხის განაღდება სხვადასხვა ქართული ბანკის 1000-ზე მეტ ბანკომატზე, გადახდა კი ნებისმიერი ბანკის ტერმინალზეა შესაძლებელი.

აპლიკაციაში ჩაშენებულია ჩათიც, რომელიც მომხმარებლებს კონტაქტებთან საუბრისა და ჩათიდან გაუსვლელად გადარიცხვების საშუალებას აძლევს.

ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სილქს ბანკებს შორის ვალუტების კონვერტაციის საუკეთესო პირობები აქვს. მეტიც, მისი გაცვლითი კურსი ქუჩის სავალუტო ჯიხურების იდენტური ან ხშირად მასზე უფრო ხელსაყრელია.

სესხის დამტკიცების გამარტივებული წესი სილქნეტის მომხმარებლებისთვის

სილქ ბანკმა სილქნეტთან თანამშრომლობით შექმნა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი; სესხი სილქნეტის მომხმარებლებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს სესხის დამტკიცების პროცედურას. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, მომხმარებელს აღარ მოეთხოვება ბანკიდან ამონაწერისა თუ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. განაცხადის შესატანად მხოლოდ სახელისა და გვარის, პირადი ნომრის, სასურველი თანხისა და ვადის მითითებაა საჭირო. სესხის დამტკიცებაზე კი ინფორმაციას მომხმარებელი მაქსიმუმ 3 წუთში მიიღებს.

სილქ ბანკისა და სილქნეტის ამ ახალი სერვისის მიზანია, ფინანსებზე წვდომის საშუალება მისცეს თვითდასაქმებულებს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, რომელთაც არაოფიციალური შემოსავალი აქვთ.

გაითვალისწინეთ, რომ სესხის მიღების ამ გამარტივებული წესით სარგებლობისთვის აუცილებელია, სილქნეტის ერთი პროდუქტის – მობილურის, ინტერნეტის ან ტელევიზიის – მომხმარებელი იყოთ.

შოპინგ ბარათი „მერე“

შოპინგ ბარათი „მერე“ სილქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს მსგავსი სერვისებისგან განსხვავებულ და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

„მერე“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სილქის პარტნიორ ობიექტებში თანხა 3-დან 12 თვემდე უპროცენტოდ, ეფექტურ 0%-ად გადაანაწილონ. არაპარტნიორ ობიექტსა თუ ონლაინ მაღაზიაში გადახდის შემთხვევაში კი, ლიმიტი 45 დღის განმავლობაში უპროცენტოდ შეავსონ. გარდა ამისა, „მერეს“ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვანი აქციებითა და შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ.

ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, „მერეს“ ლიმიტი გაცილებით მაღალი – 30 000 ლარია, ბარათის აღება და ყოველწლიური მომსახურება კი – სრულიად უფასო.

გაათანაბრე – ახალი პროგრამა კომუნალური გადასახადების სამართავად

სილქ ბანკისა და „სოკარ გაზის“ თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროგრამა – გაათანაბრე შეიქმნა. ის საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც 1 წლის კომუნალური ხარჯის 12 თვეზე თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს და მომხმარებლებს ყოველთვიურად ფიქსირებული თანხის გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

არარეგულარული კომუნალური გადასახადები განსაკუთრებით დიდ დისკომფორტს მომხმარებლებს ზამთარში უქმნის, რადგან ხარჯები ამ დროს განსაკუთრებით იზრდება. ახალი პროგრამის საშუალებით კი მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ბუნებრივი აირის გადასახადი ერთ წელზე თანაბრად გადაანაწილონ და ოჯახის ბიუჯეტი სწორად დაგეგმონ.

გასულ წელს პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას შეეძლო. წელს კი, მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ, პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით „სოკარ გაზის“ ნებისმიერ მომხმარებელს მიეცა.

სილქის სამომავლო გეგმები

სილქი აპლიკაციის დახვეწასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას აგრძელებს. შესაბამისად, ახლო მომავალში კომპანია კიდევ უფრო მეტ ინოვაციურ პროდუქტსა და სერვისს შემოგვთავაზებს, რომელთა შორისაც ლოიალობის პროგრამა და აპლიკაციიდან კრიპტო ინვესტიციების განხორციელების სერვისი იქნება. მანამდე კი სილქი „მერეს“ მომხმარებლებს Black Friday-ზე ახალ და საინტერესო გამოცდილებას ჰპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები