ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შეამცირა. ეს კი 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პოლიტიკის შერბილების ტრენდ სებ-ში ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინებით ხსნიან, თუმცა მარეგულირებელში იმასაც განმარტავენ, რომ ინფლაციური რისკები რჩება და მათ შორის ერთ-ერთ მთავარ რისკად ტრანსპორტირების გაძვირება სახელდება. მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის მკვეთრ შემცირებას ეკონომისტები წლის ბოლომდე აღარ ელოდებიან.