Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მოელის, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განავეთს უცვლელად დატოვებს, რადგან ბოლო თვეებში ინფლაციას მზარდი ტრენდი აქვს.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ხვალ, 12 მარტს, იმსჯელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8%-ს შეადგენს.
"რაიმე ცვლილებას არ ველოდები გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდა მოთხოვნიდან გამომდინარე მაღალია, რის გამოც ფასებზე ზეწოლა გაიზარდა. თებერვალში ადგილობრივი ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა მაშინ, როცა იანვარში 2.3% იყო. ამასთან გასათვალიწინებელია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები იზრდება. FAO-ს სურსათის ინდექსს თუ შევხედავთ თებერვალში 8.1%-იანი ზრდა ფიქსირდება. აქ ისიც გასათვალიწინებელია, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები მცირედება, მაგრამ ეს ფაქტობრივად რისკფაქტორია და თუ გარკვეულწილად მოტრიალდა ესეც დამატებითი წნეხი იქნება ფასების დონეზე. ამავე დროს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ რეზერვები შესავსებია. თუ შესავსებია და ინფლაცია გასათვალიწინებელი მაშინ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად უნდა დარჩეს არა მარტო ხვალინდელს სხდომაზე, არამედ წლის განმავლობაში", - აცხადებს ქავთარაძე.




























