მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reform-Talks: ფულის ბაზრის განვითარება და GFMTA-ის როლი;

BM.GE
14.07.23 13:05
145
სტატიაში საუბარია:
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ გამოიკვლია პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის თანამედროვე კაპიტალის ბაზრის დანერგვას და განვითარებას საქართველოში. 

ესენია: მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების არარსებობა ბაზრის მოთხოვნის მხარეს; განუვითარებელი მიწოდების მხარე, ანუ ქართული კომპანიების მოუმზადებლობა ინვესტიციებისთვის; ვალების მეორადი ბაზრის არ არსებობა, რომელიც ვალდებულებებს გაალიკვიდურებდა მათი საინვესტიციო ინსტრუმენტად გარდაქმნის გზით; საჯარო კაპიტალის ინსტრუმენტების არ არსებობა და პროფესიონალების ნაკლებობა. 

ბევრი ამ მიმართულებით რეფორმ–თოქსის ნაწილში უკვე ნამსჯელი გვაქვს, მაგრამ დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო – კერძოდ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ეხმარება საქართველოს ფინანსური ბაზრის ხაზინების ასოციაციას (GFMTA) ინსტიტუციურ განვითარებაში,ფულის ბაზრის კვლევაში კომპანიების საჭიროებების დასადგენად და შესაბამისი ინსტრუმენტების შესათავაზებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად იმისთვის, რომ საქართველო გაჩნდეს მსოფლიო საინვესტიციო რუქაზე. ფულის ბაზრის ინსტრუმენტები მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის საოპერაციო ფინანსების მოსაზიდად, ასევე სავალუტო რისკების დასაზღვევად და ფასების სტაბილიზაციისთვის. რეფორმ–თოქსი დაინტერესდა, რა არის უკვე გაკეთებული და რის გაკეთება იგეგმება მომავალში ამ მიზნის მისაღწევად?

სტუმრები: ლაშა ჯუღელი - საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია, აღმასრულებელი მდივანი;
გიორგი ლალიაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი;
ნატალია ბერუაშვილი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი.
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები