“ჩვენი კომპანია, მუდმივად ცდილობს რეფორმას, რაც ადამიანების კეთილდღეობაზე და გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, ვიდრე უბრალოდ მშენებლობა” - ასე აფასებს “რეგიონების განახლების პროგრამით” გათვალისწინებულ პროექტებში ჩართულობას, შემსრულებელი კომპანია „რეფორმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
გეგი ქელბაქიანის თქმით, “განახლებული რეგიონების პროგრამის” ფარგლებში, “Reforma Construction Management Company”-მ ამ დრომდე, უკვე 6 მუნიციპალიტეტში იმუშავა.
“ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება და აქცენტი, გულისხმობს, მშენებლობას, არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ მომართულია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების ხარისხზე. “რეფორმას” გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ყოველდღიურობა იყოს ჯანსაღი და გარემო ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს. იმ რეგიონებში, სადაც “რეფორმას” ხელწერაა, იქმნება ისეთი ადგილები, სადაც ადამიანებს ამოსუნთქვის და განტვირთვის საშუალება აქვთ.
განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 6 მუნიციპალიტეტში ჩვენმა კომპანიამ იმუშავა და ყველგან, სადაც “რეფორმა” შევიდა, დიზაინ ბილდის ელემენტებიც შეიტანა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო პროცესში, ჩვენვე ვაკეთებდით დაგეგმარებას, დაპროექტებას და ყველა პროცესის მართვას. შესაბამისად, ასეთ დროს, პროგრამაში ადგილობრივი მოსახლეობის და პროფესიონალების უპრეცედენტო ჩართულობით, მოხდა პროექტის ავთენტურობის შენარჩუნება, სრულად განახლება და გადაწყობა. ასეთი მიდგომა, არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, კარგია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ გზით გადაწყვიტა რეგიონებში პროექტების განვითარება“, - აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა.