„რეგიონებში არაქართულოენოვან სკოლებს დირექტორები არ ჰყავთ, - ამის შესახებ პარლამენტში დეპუტატმა სალამონ მირზოევმა განათლების მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვის დასმის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს განათლების პროცესს აფერხებს და საკითხის მოსაგვარებელია.
„ვიცით, რომ რეგიონებში უამრავი სკოლის რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს, ეს კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემა - რეგიონებში უამრავ არაქართულოენოვან სკოლას დირექტორები არ ჰყავს. ეს რამდენიმე წელია რაც ასე გრძელდება, რაც სკოლებში განათლების მიღების შეფერხებას და მენეჯმენტის ჩამოშლას იწვევს. ამას ვერ ავხსნით იმით, რომ კადრები არ გვყავს, უამრავი პასუხისმეგბლიანი ახალგაზრდა, კურსდამთავრებული, ძალიან ბევრი კადრი გვყვავს - ამ მიმართულებით თქვენი მოსაზრება მაინტერესებს“, - მიმართა დეპუტატმა მიხეილ ჩხენკელს.




























