რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება. "სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი" და "თელავიგაზი" კომერციულ მომხმარებლებს ტარიფების ცვლილებაზე ატყობინებენ.
2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა "თელავგაზის" ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.
1 სექტემბრიდან სამივე კომპანიის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი 1.25 ლარამდე შემცირდა. მაშინ "სოკარის" მომხმარებლისთვის ტარიფის კლება 13 თეთრს შეადგენდა. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.
ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.