მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში ლოკოკინების ჩაბარება იწყება, დღეში 80-200 ლარამდე თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი - საწარმო

6426f9208d0ce
ნინო ჩიბჩიური
31.03.23 19:16
11014
ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო რეგიონებში ჩაბარების პუნქტებს ხსნის. როგორც საწარმოს წარმომადგენლები განმარტავენ, ამ გზით, დღეში 80-200 ლარის გამომუშავებაა შესაძლებელი - ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანია "ტიმეომ" მოაწყო, წილკანში მდებარეობს, თუმცა ჩაბარების პუნქტებს რეგიონებშიც ხსნის და შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ლოკოკინების ჩაბარებით თანხის გამომუშავება ადგილზეც შეუძლიათ.

"ჩვენ ვიბარებთ ველურ ლოკოკინას, გასულ წელს მაგალითად შიდა ქართლის რეგიონში (გორში, რუისში, ხაშურში) ასობით ტონა ლოკოკინა ჩავიბარეთ და ვაგრძელებთ წელსაც. ხვალიდან ვხსნით პუნქტებს კახეთის მხარეშიც, კერძოდ თელავში, წნორსა და საგარეჯოში. ლოკოკინის ჩაბარების სეზონი დაიწყო და ადამიანს დღეში 150 კგ ლოკოკინის შეგროვება, ჩაბარება და საშუალოდ 150-ლარამდე თანხის გამომუშავება შეუძლია", - აღნიშნა საწარმოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ მერკვილაძემ.

ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს "აწარმოე საქართველოს" ხელშეწყობით გაიხსნა. კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის - ადგილობრივები.

წილკანში მდებარე ლოკოკინების საწარმოს, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, 1000 ტონა ლოკოკინის გადამუშავება შეუძლია, მიღებული პროდუქტი მთლიანად ექსპორტზე გავა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები