მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტი ₾25.9 მილიონამდე გაიზარდა | განკარგულება

თელავის სტიქია

მთავრობამ სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 8 100 356 ლარით გაზარდა. ამას ითვალისწინებს 19 ოქტომბრის 2466-ე განკარგულება.

დოკუმენტის მიხედვით, გაიზარდა მუნიციპალიტეტების რაოდენობაც, რომლებიც სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 25 928 695 ლარს მიიღებენ.

ცვლილებების შედეგად 3 მუნიციპალიტეტს დაფინანსება გაეზარდა. ეს მუნიციპალიტეტებია:

  • დუშეთის მუნიციპალიტეტი: 1 002 268 ლარი
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტი: 1 401 180 ლარი
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი: 829 185 ლარი

თავად მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობა 10-ით კი 38-მდე გაიზარდა.

ახალი მუნიციპალიტეტების დამატება (პუნქტები 1.29 – 1.38): №2466 განკარგულებით დაემატა შემდეგი პუნქტები:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 500 000 ლარი.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 500 000 ლარი.
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 208 896 ლარი.
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 130 000 ლარი.
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 653 193 ლარი.
  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 864 826 ლარი.
  • ხონის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 891 000 ლარი.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 100 000 ლარი.
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 590 690 ლარი.
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 260 015 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები