მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის ეკონომიკური და სავალუტო მიმოხილვა

ეკონომიკა

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 0.7%-ს შეადგენს, რაც ახლა უკვე სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლებია.

IMF-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ერთწლიან პერიოდში ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 3.8%-ითაა გაუფასურებული. გაცვლითი კურსი კი ამჟამად 2.68-ის ფარგლებში მერყეობს.

დროა, მეზობელ სახელმწიფოებზე გადავინაცვლოთ. ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ებრძვის ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ინფლაციის დონე 61%-მდეა გაზრდილი. ეს კი იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 30%-მდე გაზარდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინფლაციის ფონზე, ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 34%-ითაა გაუფასურებული და ერთი დოლარის გაცვლითი კურსი ამჟამად 28 ლირას აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, წელს თურქეთის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით.

აზერბაიჯანში ვითარება უფრო სტაბილურადაა. ინფლაცია 13%-ის ფარგლებში მერყეობს. ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 9%-ია.

IMF-ის პროგნოზით, წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება, რაც მცირედით დაკორექტირებული მაჩვენებელია წინა პროგნოზთან შედარებით.

დოლარის გაცვლითი კურსი 1.69 მანათის ფარგლებში მერყეობს და წლიური ცვლილება ამ მიმართულებით მინიმალურია.

რაც შეეხება სომხეთს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანს კონფლიქტი ჰონდა. მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 7%-ით გაიზრდება, ეს ყველაფერი კი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე.

რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 9.75%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 0.1 პროცენტულ პუნქტამდეა შემცირებული, რაც სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლებია.

ვალუტის კურსთან მიმართებით ვითარება შედარებით უფრო არასახარბიელოა. ერთთვიან პერიოდში სომხური დრამი ამერიკულ დოლართან მიმართებით 4.5%-ითაა გაუფასურებული.

დროა, ჩრდილოელ მეზობელთან გადავინაცვლოთ. რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.2% იქნება.

ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 5%-ის ფარგლებშია; ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 13%-ს შეადგენს.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით აქვს, რომელიც ერთ წელიწადში 38%-ითაა გაუფასურებული და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 100 რუბლს აღწევს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები